Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში
  • სიახლეები

პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში

ეთო ახალაძე იანვარი 25, 2022
“ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი” (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას (სამიზნე რეგიონი – გურია). პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
🔴მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტით (მაქსიმუმ 5, 000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).
🔴კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
🔴საგრანტო კონკურსის III ეტაპზე განაცხადები მიიღება 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე – https://bit.ly/344uKL6
📌დაინტერესებულმა პირებმა განაცხადის შევსებული ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: ici.info.02@gmail.com, subject-ში მიუთითეთ UNDP grants.
📌დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599981898
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=350675

Continue Reading

Previous: startup გრანტის კონკურსი
Next: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.