ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონებში. პროექტს ახორციელებს “ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი” (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.

პროექტი – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.


აჭარა – ბათუმი, ქედა, ქობულეთი;
სამეგრელო – ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი;
გურია – ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი.


















საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.
ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
გურია:
ici.info.02@gmail.com
საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555233322
აჭარა:
grants@iod.ge
საკონტაქტო პირი: ქეთი ლომაძე, 558 48 49 85
სამეგრელო:
office@atinati.org
საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია, 571 315 398
ელფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი მიიღებს განაცხადის მიღების დასტურს. ელფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.
მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე:
გურია: ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, ქ.ოზურგეთი, რუსთაველის #4
აჭარა: დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის #107
სამეგრელო: ასოციაცია ათინათი, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის #94
საგრანტო იდეის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3t8TZ9v
საპროექტო იდეის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვალი.