ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს. ამიერიდან, ჩვენი სახელია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი. ამ ცვლილებას წინ ორგანიზაციის 19 წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო მუშობის წლები უძღვის. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს. დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა.
ჩვენი მისიაა:
საქართველოში ადამიანებსა და ორგანიზაციებს ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა, რათა განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ამისთვის, ორგანიზაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური მიდგომებით, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანაბარი შესაძლებლობისა და თანამონაწილეობითი პრინციპების დანერგვით.
სტრატეგიული მიმართულებები:
- განათლება
- კარგი მმართველობა
- ახალგაზრდების განვითარება
- მწვანე ეკონომიკა
- სოციალური ინოვაციები
- ქალთა გაძლიერება
მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემები
- საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში (მათ შორის ფორუმ თეატრის სპექტაკლები) ჩართული იყო 15000-მდე ადამიანი
- განხორციელდა 2500-მდე სათემო/ მოხალისეობრივი ინიციატივა (მათ შორის ადვოკატირების კამპანიები)
- გაცემული ქვე-გრანტების ოდენობა (ევროში) – 450 000
- შვილობილი ორგანიზაციები – 3
ჩვენი გუნდი







