19 ნოემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს.
ვიზიტის დროს მოსწავლეებმა მოისმინეს ოჯახის მფლობელების უნიკალური საგვარეულო ისტორიები და დაათვალიერეს საოჯახო მუზეუმი, რომელიც ინახავს არაერთ უძველეს ნივთს, დოკუმენტაციას და ხელოვნების ნიმუშს.
ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენება ტურისტულად მიმზიდველი პროდუქტების შესაქმნელად, ასევე იმსჯელეს სოფლად ტურიზმის განვითარების გამოწვევებზე და ამ მიმართულებით არსებულ პროფესიებზე.
აღნიშნული აქტივობა მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერებისა და პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს PH International საქართველოში, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებით (USAID). ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი პროგრამის პარტნიორია გურიის რეგიონში.