Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)

ეთო ახალაძე დეკემბერი 25, 2020

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“ – ასე ჰქვია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს რომლის განხორციელებაც გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა ახლახანს დაიწყო საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით. პროექტი სამწლიანია და მისი საქმიანობის არეალი გურიას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს მოიცავს.

პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება, სექტორთა შორის პარტნიორობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით. ყოველივე ეს კი სამიზნე რეგიონების ეკონომიკური კეთლდღეობის გაზრდას ემსახურება.

ინიციატივა დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს, ქალებს და შეჭირვებულ ოჯახებს, რათა განივითარონ სამეწარმეო უნარები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, რომელთა მხარდაჭერა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგრანტო პროგრამის სახსრებით მოხდება.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით იმუშვებს: განახორციელებს სასწავლო პროგრამებს პროექტის სამიზნე ინდივიდების, ადგილობრივი ბიზნესისის წარმომადგენელთა და საკონსულტაციო ორგანიზაციებისთვის, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის სტრატეგიულ გაძლიერებას, რათა შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები პროექტში ჩართული დაბალშემოსავლიანი ოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და ქალების დასასაქმებლად. პროექტის მიწურულს თითოეულ რეგიონში დაარსდება ბიზნესკლასტერი და სამი სოციალური საწარმო.

პროექტის საქმიანობები დაეფუძნება სამუშაო ბაზრის კვლევას, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და კვლევის შედეგები 2021 წლის თებერვალში გახდება ცნობილი დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

Continue Reading

Previous: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
Next: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.