პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) ფარგლებში განხორციელდა პიროვნული ზრდის პროგრამა პროექტის სამიზნე ჯგუფის წევრებისათვის. ამ ეტაპისთვის პროგრამა ერთი ჯგუფისთვის ჩატარდა და მასში გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩართულნი მონაწილეები.
მსგავსი სასწავლო პროგრამა გურიის რეგიონში მსურველთა მეორე ჯგუფისათვის უახლოეს პერიოდში ჩატარდება.
„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.