Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs

ეთო ახალაძე დეკემბერი 25, 2020

პროექტი „ უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” აცხადებს  მსურველთა მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. განხორციელების არეალი გურია, აჭარა და სამეგრელოა.

პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი „ქოუჩის“/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ  ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის.

გარდა ამისა, მონაწილეებს პიროვნული ზრდის პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში,  შეგირდობის გზით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ სამეწარმეო განათლება, დასაქმდნენ პროექტის სამიზნე ორგანიზაციებში და პროექტითვე განსაზღვრული საგრანტო პროგრამის საშუალებით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯს მთლიანად ფარავს ევროკავშირი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება  ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს  უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
  • განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან  რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;
  • უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;
  • ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა:  გადადით ბმულზე

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გურია

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი

ელ.ფოსტა: revishvili@gmail.com

ტელ: 599 981898

 

აჭარა

დემოკრატიის ინსტიტუტი

ელ.ფოსტა: n.kakhadze@iod.ge

ტელ: 577 45 25 15

 

სამეგრელო

ასოციაცია „ათინათი“

ელ.ფოსტა:  khatuna@atinati.org

ტელ: 571538828

„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან,  დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

Continue Reading

Previous: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის
Next: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.