Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პრეზენტაცია
  • სიახლეები

გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პრეზენტაცია

ეთო ახალაძე აპრილი 28, 2023
🔵 გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პრეზენტაცია 26 აპრილს, ჩოხატაურში ივლიტას ბიბლიოთეკაში გაიმართა. მისი დამფუძნებლები ადგილობრივი ღვინის მწარმოებლები არიან და კლასტერის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული სუბიექტისთვის. ორგანიზაციის მისიაა გურული ღვინის გაუმჯობესებული ხარისხი, გაზრდილი წარმოება და ცნობადობა, განვითარებული ღვინის ტურიზმი და ახალი გასაღების ბაზრები.
💠 პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვაზისა და ღვინის წარმოებაში ჩართული ფერმერები და საწარმოები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო სექტორი და მედია.
🔵 პრეზენტაციის დასაწყისში პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ (SECTORS) – დირექტორმა თამარ ღლონტმა მონაწილეებს პროექტის მიღწევები გააცნო და სექტორთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უშუალოდ კლასტერის სამომავლო ხედვები და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმა მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა „კობიძეების მარნის“ წარმომადგენელმა, დავით კობიძემ წარმოადგინა. საინტერესოდ ჩაერთო აუდიტორია და ბევრმა გამოთქვა კლასტერში გაწევრიანების სურვილი.
🔵 გურული ვაზისა და ღვინის კლასტერი დაარსდა პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ (SECTORS) – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.

Continue Reading

Previous: მეღვინეთა კლასტერის პრეზენტაცია აჭარაში
Next: ვროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გამართული თემატური შეხვედრა

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.