Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • მეღვინეთა კლასტერის პრეზენტაცია აჭარაში
  • სიახლეები

მეღვინეთა კლასტერის პრეზენტაცია აჭარაში

ეთო ახალაძე აპრილი 27, 2023
🍷🍇დღეს აჭარაში მეღვინეთა კლასტერის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის სიმბოლურ აქტს.
აჭარის მეღვინეები რეგიონში დარგის განვითარების და შესაძლებლობებისთვის თანამშრომლობენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კლასტერის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კლასტერის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა, კიდევ ერთხელ განიხილეს თანამშრომლობის სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიების ბოლოს კლასტერის ოფიციალური დაფუძნება გაფორმდა „ კლასტერული განვითარებისა და თანამშრომლობის აქტზე“ ხელმოწერით.
🔸კლასტერი აერთიანებს აჭარის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოებას (ასოციაცია), ადგილობრივ მეწარმეებს, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, აჭარის გიდების ასოციაციას, ექსპორტ იმპორტის ასოციაციას, აჭარის დასაქმების სააგენტოს, აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატას, კოლეჯ „ბლექსის“, მარკეტინგულ კომპანიას, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, სანერგე მეურნეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
🌱ღონისძიების ბოლოს, ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზების მიზნით, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, ასოციაციის წევრების მიერ დამზადებული ღვინოები.🍷
ერთმანეთის მხარდაჭერით ამ სფეროში სიახლეები იგეგმება. მეღვინეებს უკვე აქვთ იდეები სხვადასხვა სექტორის ჩართულობით ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპის ბაზრის ათვისებისთვის.🥰

Continue Reading

Previous: USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კლუბების ვიზიტი
Next: გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის პრეზენტაცია

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.