🔴 სტარტაპ გრანტების პროგრამოს გამარჯვებულებს უმასპინძლა დღეს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა, სიმბოლური ჩეკების გადაცემის შემდეგ ბენეფიციარებისთვის მცირე საინფორმაციო სემინარი გაიმართა გრანტის მართვის საკითხებზე.
სტარტაპ გრანტების პროგრამა პროექტ “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs”- ნაწილია.
📌 დაფინანსებული სტარტაპების მიმართულებებია:
✔ ავტომობილის პლასტმასის ნაკეთობათა აღდგენის საამქრო;
✔ მინანქრის ნაკეთობების საამქრო;
✔ მეფრინველეობა;
✔ ხელსაქმის ოსტატი
🔴 პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs”, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და „ათინათთან“ პარტნიორობით.