🔴 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” აცხადებს მსურველთა მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიზნით.
✅ საზაფხულოს სკოლის მიზანია:
✔სტუდენტების როლის გაზრდა რეგიონში მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიების პოპულარიზების პროცესში;
✔სტუდენტებისთვის რეგიონში ხელმისაწვდომი დასაქმების შესაძლებლობის გაცნობა;
✔სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
📌 პროგრამაში ჩართული სტუდენტები კვალიფიციური ტრენერების დახმარებით განივითარებენ კომუნიკაციისა და საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების უნარჩვევებს.
📌 საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში და მოიპოვონ დაფინანსება რეგიონალური ინიციატივების განხორციელებისათვის, რომლის მიზანი რეგიონში მოთხოვნადი და პერსპექტიული პროფესიების პოპულარიზება იქნება.
‼ საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა 6 დღე (20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით) და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი) გურიის რეგიონიდან, რომლებიც სწავლობენ აგრარული მიმართულებებით.
🔴მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე.
🚩 საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: სასტუმრო „ბაკურიანის სახლი“ (მის.: ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის 98)
🔺️ მონაწილეთა განთავსება და კვება დაფინანსებულია პროექტის ფარგლებში. მონაწილე დაფარავს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა
🔴 განაცხადის ფორმა: https://bit.ly/3zcGys6
🔴 დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Mail: ici.info.02@gmail.com;
Tel: 599981898
განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია 30 ივნისის ჩათვლით.
🔴 „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.