Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს
  • ექსკლუზივი

ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს

zviadi2021 ივლისი 9, 2021

📢📢📢 ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს. ამიერიდან, ჩვენი სახელია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი. ამ ცვლილებას წინ ორგანიზაციის 19 წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო მუშობის წლები უძღვის.

✅ 19 წლის მანძილზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა, დაგროვილმა გამოცდილებამ, სამოქალაქო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებში მოპოვებულმა საიმედო პარტნიორის რეპუტაციამ, ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებამ ორგანიზაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

⭕ ჩვენი ახალი სახელწოდება შემთხვევით არაა შერჩეული. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებული 50-ზე მეტი პროექტით, 10 000-ზე მეტი ბენეფიციარით, სამი შვილობილი ორგანიზაციით, სამი სოციალური საწარმოთი, ადგილობრივი განვითარების ხელშესაწყობად გაცემული 325 000 ევროს ოდენობით ქვე-გრანტით ჩვენ მართლაც შევუწყვეთ ხელი რეგიონში მნიშვნელოვანი ინოვაციებისა და ცვლილებების განხორციელებას.
გულითადი მადლობა გვსურს გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ორგანიზაციის გუნდის წევრი იყო. თქვენ ჩვენი ორგანიზაცია გააძლიერეთ.

📌📌📌დიდი მადლიერება გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ორგანიზაციის თითოეული ბენეფიციარის მიმართ. თქვენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე ხართ და გვაახლოებთ საზოგადოების საჭიროებებს. თქვენ გვაკავშირებთ იმ ადამიანებთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭრიდება.

📌📌📌მადლობას ვუხდით ყველა ორგანიზაციას, რომელთანაც გვითანამშრომლია. თქვენ არაერთხელ დაგვარწმუნეთ, რომ ერთად უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი.

‼‼‼დაბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, რომელმაც შეგვაძლებინეს იდეებისთვის ფრთების შესხმა. რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის ცვლილებებისა და ინოვაციების განხორციელებას ვერასოდეს შეძლებდა.

🔴 წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გველის და გვჯერა, რომ განახლებული ენერგიით, ძლიერი გუნდით და პარტნიორების საიმედო ქსელით, ჩვენ კიდევ ბევრ სასიკეთო ცვლილებას მივაღწევთ.

✅✅✅მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული მიმართულებებია:

✔განათლება;

✔კარგი მმართველობა

✔ახალგაზრდების განვითარება

✔მწვანე ეკონომიკა

✔სოციალური ინოვაციები

✔ქალთა გაძლიერება

✔ორგანიზაციის განვითარება

#ici
#ICI ნაკლების ნახვა

Continue Reading

Previous: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის
Next: ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)

მსგავსი სტატიები

Messenger_creation_5ad48d02-3117-4371-be1b-d4d31cd7e95d
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

სასწავლო შემეცნებით ბანაკი

zviadi2021 აგვისტო 4, 2024
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა 2023-2024 სასწავლო წლის შედეგებს აჯამებს გურიაშიესკიზის შენახვა

zviadi2021 მაისი 29, 2024
437718823_848139403788980_3748350995550270698_n
  • ექსკლუზივი
  • სიახლეები
  • ახალგაზრდული პროექტები

სკოლა-ბიზნესის ფორუმი ამჯერად გურიის მასშტაბით გაიმართა.

zviadi2021 აპრილი 21, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.