Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)
  • სიახლეები

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS)

ეთო ახალაძე ივლისი 10, 2021
დღეს ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) ოზურგეთის ჯგუფს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა.
შეხვედრა პროგრამის კურსდამთავრებულებთან საინტერესო და უშუალო გარემოში წარიმართა. ახალგაზრდებმა მრავალი კითხვით მიმართეს ელჩს და შეხვედრა გულახდილ დისკუსიაში გადაიზარდა. ელჩმა გაკვირვება ვერ დამალა მონაწილეთა ინგლისურ ენაზე საუბრის უნარ-ჩვევებით და არა ერთხელ აღნიშნა პროგრამისა და პედაგოგების დიდი წვლილი მათი წარმატების საქმეში.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ელჩს წარუდგინეს მათ მიერ გადაღებული კლიპი გურიაზე. კლიპი ინგლისურ ენაზეა და სიმღერით გვაცნობს გურიასა და გურულებს.
ელჩმა პროგრამის მასპინძელი ორგანიზაციის ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) აღმასრულებელ დირექტორს თამარ ღლონტს, ACCESS პროგრამის პედაგოგებს ნადია ქარდავასა და ანა ნოზაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) შვილობილი ორგანიზაციის, ლაზერული გრავირების სოციალური საწარმოს მიერ გურული თემატიკით შესრულებული კედლის საათი გადასცა. ღონისძიება სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა (ACCESS): პროგრამას PH International ახორციელებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) კი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია ოზურგეთში. პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურას, წეს-ჩვეულებებს და განივითარებენ ლიდერის თვისებებს. პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.

Continue Reading

Previous: ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს
Next: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვი

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.