გაიცანით სტარტაპ გრანტის კონკურსის გამარჯვებული ნათია მეფარიშვილი
ნათიას სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტია. ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად დიდი გამოცდილება დააგროვა.
სწავლის დასრულების შემდეგ ნათიამ რეგიონში დაბრუნება გადაწყვიტა და სტარტაპ გრანის წყალობით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო – სოფელში სამკერვალო გახსნა და კერვასთან ერთად მუშაობს ქართულ ორნამენტებით ქარგვაზე: ხევსურული ორნამენტებით ქარგვა და ოქრომკერდით ქარგვა. იღებს სხვადასხვა სახის კორპორატიულ და კერძო შეკვეთებს.
სტარტაპ გრანტი გაიცა პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ (SECTORS) – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი დემოკრატიის ინსტიტუტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.