Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
  • სიახლეები

კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.

zviadi2021 ნოემბერი 17, 2026
📢 ევროკავშირის მხარდაჭერა მწვანე ინიციატივებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის
ცხადდება ფინანსური მხარდაჭერის კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
პროექტის „GREEN – გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა ისეთი ინიციატივების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს:
🌿 მწვანე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას
♻️ რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ნარჩენების შემცირებას
🔄 ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გამოყენებას
☀️ განახლებადი ენერგიისა და მწვანე ინოვაციების განვითარებას
📈 ბიზნესის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ზრდას
✅ მონაწილეობა შეუძლიათ გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან მინიმუმ 3 წლის განმავლობაში და საქმიანობენ სოფლის მეურნეობის ან/და ტურიზმის სექტორში.
💶 ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა: 5,000-დან 20,000 ევროს ეკვივალენტამდე
🗓️ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2026 წელი, 17:00 საათი
დეტალური ინფორმაცია, განაცხადის ფორმები და სახელმძღვანელო დოკუმენტები ხელმისაწვდომია თანდართული მასალების სახით.
https://shorturl.at/9n5uE – სახელმძღვანელო მითითებები
https://shorturl.at/XSfmG – იდეის განაცხადის ფორმა
გურიის რეგიონში მოქმედი ბიზნესებისათვის გაიმართება პროგრამის წარდგინება და საკონსულტაციო შეხვედრა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, 15:00 საათზე. ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4. II სართული.
ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება პროექტის – “გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა – GREEN” – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით. პროექტის მიზანია უფრო მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკის შექმნის ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში.
ეს საინფორმაციო ტექსტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

კონკურსის შესახებ

About the Author

zviadi2021

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ (Access)

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.