28 მარტს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში გაიმართა თემატური შეხვედრა თემაზე: “ტურიზმის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გურიაში და სამომავლო ხედვები”. შეხვედრაზე განხილული იყო გურიაში ტურიზმის განვითარების პოტენციალი. არსებული
სიტუაციის ანალიზი და განვითარების პერსპექტივები, ჩაი, როგორც ტურისტული პროდუქტი. ასევე მოეწყო კოლეჯ “ჰორიზონტში” პროექტის ფარგლებში დანერგილი ახალი მოკლევადიანი კურსის “ჩაის მასპინძლის”- პრეზენტაცია, კურსის გავლა კოლეჯ “ჰორიზონტში” ნებისმიერი სრულწლოვანი ადამიანისთვისაა შესაძლებელი.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.