სკოლა-ბიზნესის ფორუმმა გურიაში კიდევ ერთი სკოლის მოსწავლეებს მისცა საშუალება თავიანთი იდეები განეხორციელებინათ და რეალობაში გადმოეტანათ. მათ ინიციატივას მხარი კომპანია ,,არტ ნონამ“ დაუჭირა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში მოწვეულ სტუმრებს მიღწეული შედეგები გააცნეს, წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი სამაგიდო თამაში, დაათვალიერეს თანამედროვედ აღჭურვილი და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული კლუბის სამუშაო ოთახი.
პროექტს ,,იაზროვნე თამაშით“ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ახორციელებს და მისი მიზანი კრეატიული აზროვნების განვითარებაა მოზარდებში. მიზნის მისაღწევად შეიქმნა სამაგიდო თამაში, რომელიც ინტელექტუალური და სოციალური უნარების განვითრებაზეა ორიენტირებული. ასევე, კლუბის ოთახი მოეწყო თამაშისთვის საჭირო ინვენტარით – პრინტერით, მაგიდებით და პუფებით.
შეხვედრას დაესწრნენ წარმომადგენლები კამპანიიდან ,,არტ ნონა“, ,,ტექნოპარკი ოზურგეთი“, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ,,ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი“.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი.