სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაფინანსებული პროექტის ,,ოლიმპიადის კვირეული“ ფინალური ეტაპი
გურია
29-30-31 მარტს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ,,ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის“ ორგანიზებით ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში ოლიმპიადის კვირეული გაიმართა. ოლიმპიადა საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და სამი ტურისგან შედგებოდა. ბოლო ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო გუნდები, ბლიც ტურის გამარჯვებული მოსწავლეები, მხარდამჭრი კომპანიის ,,გურიელი“ დაწესებული სპეციალური პრიზების მფლობელები.
პროექტი ,,ოლიმპიადის კვირეული“ მოსწავლეებმა მეოთხე საჯარო სკოლიდან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარუდგინეს ბიზნეს კომპანიებს, სადაც ,,ჩაი გურიელის“ მხარდაჭერა მოიპოვეს. ,,გურიელის“ დაფინანსებით დაწესდა საპრიზო ფონდი, ასევე დაფინანსდა პროექტის ტექნიკური საჭიროებები.