Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • დასაქმების ფორუმი
  • სიახლეები

დასაქმების ფორუმი

ეთო ახალაძე ივნისი 9, 2022

🇪🇺 🇬🇪 🇪🇺 🇬🇪 ევროკავშირის მხარდაჭერით ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

8 ივნისს ოზურგეთში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. მისი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარი პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
ამასთანავე, ფორუმის ამოცანა იმის გააზრება გახლდათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სექტორთა შორის თანამშრომლობას დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საქართველოს რეგიონებში.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ინტერერაქტიულ
სემინარებში თემებზე: სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლის და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზების შესახებ. ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა გამოცდილებაზე
დაფუძნებული სწავლა და ამ დრომდე განხორციელებული წარმატებული პრაქტიკები.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში საერთო 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის,
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები; დამსაქმებლები
და სამუშაოს მაძიებლები, ადგილობრივი ბიზნეს-სუბიექტები, ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
დასაქმების ფორუმი გაიმართა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები გახლდნენ ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI), პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია
(UNAG) პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება/ LINKS”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).

Continue Reading

Previous: უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs
Next: საზაფხულო სკოლა

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.