პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში დასაქმების ცენტრში ყოველკვირეულად ტარდება კარიერული ორიენტაციის ტრენინგები, მთავარი თემები რეზიუმეს შექმნა სამოტივაციო წერილი და გასაუბრების ეტაპებია.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.