პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში გურიის გუნდის ვიზიტი მუნიციპალიტეტებში გრძელდება. დასაქმების ცენტრის თანამშრომლები ჩოხატაურის მერს ესტუმრნენ. ვიზიტი საინფორმაციო სახის იყოს და მიზნად ისახავდა პროექტის საქმიანობის გაცნობას, ასევე ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.