ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) არსებული დასაქმების ცენტრში, პროექტ „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში დასაქმების მსურველებს შეხვდა ბისნესის წარმომადგენლები რომლებმაც მონაწილეებს გაცნეს დასაქმების შესაძლებლობები მათ კომპანიებში.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს