განხორციელების პერიოდი : დეკემბერი 20 , 2015 – ოქტომბერი 20, 2016
დონორი : „რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ (RLD), რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNPD), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SIO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
განხორციელების არეალი : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 5 ტერიტორიული ერთეული – ლიხაური, თხინვალი, მელექედური, ბახვი და კონჭკათი.
პარტნიორი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
პროექტის მიზანი : ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.
განხორციელებული საქმიანობები :
- სამიზნე ტერიტორიულ ერთეულში დაარსდა საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრი, რომელიც აღიჭურვა ტელევიზორებით, მიკროფონებითა და ვებ-კამერებით, რათა ადგილზე მოსახლეობას მისცემოდა საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების თვალყურის დევნების საშუალება სოფლიდან გაუსვლელად;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი აღიჭურვა ტელევიზორით, რაც საშუალებას აძლევს ხუთივე სოფლის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს, უშუალოდ ჩაერთოს საკრებულოს სხდომის მსვლელობის პროცესში;
- შედგა პირველი „ინტერნეტ-ხიდი“ როგორც სამიზნე სოფლებს, ასევე საკრებულოსა და სოფლებს შორის;
- თითოეული ტერიტორიული ერთეულის მაცხოვრებლები „ონლაინ“ ჩართვების გზით ისმენდნენ საკრებულოს სხდომებს, თვალყურს ადევნებდნენ საკრებულოში თავიანთი სოფლის არჩეული დეპუტატების მიერ წარდგენილ ანგარიშებს;
- საკრებულოს 20 წევრმა გაიღრმავა ცოდნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ელექტრონული ინსტრუმენტების კუთხით;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაინერგა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ელექტრონული ინსტრუმენტი, შემუშავდა ელექტრონული კითხვარი, რომელიც განთავსდა საკრებულოს ვებ-გვერდზე www.ozurgeti.mun.gov.ge
პროექტის პარტნიორები:



