განხორციელების პერიოდი: თებერვალი 1, 2016 – დეკემბერი 30, 2017
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
განმახორციელებელი: PH International.
პროექტის მიზანი:
პროგრამა მიზნად ისახავს, ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან, 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის, ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ენის შესწავლის პარალელურად, მოზარდები ეცნობიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს, ინვითარებენ ლიდერულ თვისებებს.
დღესდღეობით პროგრამაში ჩართულია 275 მოზარდი საქართველოს შემდეგი 11 ქალაქიდან – გარდაბანი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, გორი,ზუგდიდი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, თელავი, ბათუმი და მესტია.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს (420 საათი). ყოველი წლის ივლისის თვეში, მოსწავლეებს უტარდებათ ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი. ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთფიკატები.
2016 წლის გაზაფხულიდან გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრმა პროგრამის მესამე ჯგუფს უმასპინძლა. მიმდინარე პროგრამაში ჩართულ 25 მოზარდს (16 გოგონა და 9 ბიჭი) , პირველი წლის განმავლობაში მეცადინეობის 180 საათი ჩაუტარდა (გაკვეთილების პარალელურად, მოსწავლეები მონაწილეობდნენ სპეციალურ აქტივობებშიც).
2016 წლის ივლისის ბოლოს, ამერიკელი და ქართველი პედაგოგების დახმარებით, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ბაზაზე ჩატარდა ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი, სადაც, ინგლისური ენის შესწავლის პარალელურად, მოსწავლეებმა, ლიდერობისა და აქტიური მოქალაქეობის უნარ-ჩვევების განივითარებაზეც იმუშავეს.