განხორციელების პერიოდი: ივლისი 2015 – ოქტომბერი 2017
განმახორციელებელი: PH International Georgia
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
განხორციელების არეალი: საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით 480 სკოლა (არსებული სკოლების 20%).
პარტნიორი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და 10 რეგიონული პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
პროექტის მიზანი:
- სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესება და მოსწავლეთა მიერ, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
- ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების გზით, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის ხელშეწყობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობაში.
პროგრამის საქმიანობები მოიცავს:
- გურიის რეგიონის 25 სკოლასთან მუშაობას, რათა მოხდეს პედაგოგების, მოსწავლეებისა და საზოგადოების აქტიური ჩართვა სამოქალაქო განათლებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელების პროცესში.
- მასწავლებელთა გადამზადების განახლებული სასწავლო გეგმის შეთავაზება სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის, რათა ხელი შეეწყოს სამოქალაქო განათლების სასწავო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას 9-12 კლასებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევას 9-10 კლასებში, სადაც სამოქალაქო განათლების სწავლება სავალდებულოა;
- დამხმარე სახელმძღვანელოების მიწოდება პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის 25 სამიზნე სკოლაში;
- თანამშრომლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან, რათა შემუშავდეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის დამხმარე რესურსების მდგრადი სისტება იქნება ეს ინტერაქტიური ვებ-გვერდი, თანატოლთა განათლება კრიტიკული მეგობრის გზით, ღია გაკვეთილების ჩატარება, მასწავლებელტა ბლოგების, რეგიონალური სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკების, მენტორისა და პედაგოგთა ყოველწლიური დაჯილდოვებით.
- აქტიურად ნერგავს სხვადასხვა მიდგომას, რათა ხელი შეეწყოს სამიზნე სკოლების მოსწავლეების მხრიდან სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას სკოლასა და თემში, ასევე უზრუნველყოფს მოსწავეთა მიერ მომზადებული პროექტების მცირე გრანტებით მხარდაჭერას
- სხვადასხვა ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული მასშტაბის ღონისძიებების მხარდაჭერა და ჩატარება, მათ შორის კონკურსები, ახალგაზრდული ფორუმები, მოხალისეობრივი აქციები, სოციალური მედიის ბანაკი და სხვა ის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას.
პროექტის პარტნიორები:
Project partners: