ინგლისური ენის შესწავლის ხელიმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის access ფარგლებში ჩატარდა 5 დღიანი საზაფხულო სკოლა აქედანსამი დღის მანწილზე მოსწავლეებს უტარდებოდათ ონლაინ ინტენსიური სწავლება ხოლო ბოლო ორი დღე დაეთმო ფინალურ საზაფხულო სკოლას 18-22 ივნისს. სადაც ამერკის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორმა ლიკა გუმბერიძემ მოსწავლეებს გადასცა ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები და წიგნები, ასევე ამერიკის საელჩოს ბრენდირებული ჩანთები. პროგრამას ახორციელებს PH International და ამერიკის საელჩო. ოზურგეთში პარტნიორი ორგანიზაციაა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.
საზაფხულო სკოლის პირველ დღეს მოსწავლეები ეწვივნენ ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც გაეცნენ ამერიკული წიგნების კუთხეს რის შემდეგაც მოეწყო კითხვის საათი. პირველმა დღემ სასიამოვნოდ ჩაირა.
მეორე დღეს მოსწაავლეები ექსკურსიით იმყოფებოდნენ ბათუმში, სადაც ისინი ეწვივნენ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განთავსებულ ამერიკული ლიტერატურის კუთხეს. ფინალური საზაფხულო სკოლის დასკვნითი დღე დასრულდა მოსწავლების ვიზიტით კინო თიატრში.
პროგრამა 2 წლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს, რომელშიც მონაწილეობს 25 მოსწავლე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიდან.
პროგრამის მასწავლებლები არიან ნადია ქარდავა და ანა ნოზაძე.
პანდემიის გამო, პროგრამა ონლაინ სწავლების რეჟიმზე იყო გადასული და გაამართლა. წელს პროგრამის სამი მონაწილე გახდა გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული და მალე ისინი გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს