Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის
  • სიახლეები

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

zviadi2021 ივნისი 17, 2021

„გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას ,,დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაცია“ სატრენინგო მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაციის მომზადების პროგრამაში ჩართული პირები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ 50 საათიან კურსს.

 მომზადების კურსის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულს შეეძლებათ:

 სასათბურე მეურნეობისათვის ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა და სათბურის ტექნიკურად სწორად გამართვა;

 საჩითილე მეურნების მოწყობა და ჩითილების წარმოება;

 სასათბურე მეურნეობაში შესაბამისი აგრარული ღონისძიებების გატარება;

 სათბურში ნაყოფის მომცემი, მწვანილეული ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გაშენება/მოვლა-მოყვანა;

 სასათბურე მეურნეობაში მავნებლებთან ბრძოლასა და დაავადებების შესაბამისად მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გატარება;

 მოსავლის აღების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დაცვა.

 მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)

განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

 უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;

 ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთმოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 15 ივლისის ჩათვლით. სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 განაცხადის ფორმა: https://bit.ly/3iTrzeF

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი:

e-mail: gyrc.info@gmail.com

Tel: 599981898

 „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.

Continue Reading

Previous: პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2
Next: პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.