პირველი შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და კლასტერული საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან გურიის რეგიონში წარმატებით შედგა. შეხვედრას, რომელსაც ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და კერძო სექტორთან ერთად საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის აქტიური მონაწილეები იყვნენ SECTORs პროექტის ადგილობრივი ბიზნესის სტრატეგიული განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული საწარმოების, „კობიძეების“ და „მეფარიშვილების“ მარნების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო კლასტერული მუშაობის მოდელის გაცნობა და პოტენციური წევრების ინტერესისა და მოლოდინების შესწავლა. სასიხარულოა, რომ გაერთიანების დიდი ინტერესი სწორედ ზემოთხსენებული ორი კომპანიის დიდი მონდომებაა და კლასტერის თემატიკაც გურიაში სწორედ მეღვინეობის მიმართულებით წარიმართება. ბიზნეს კლასტერის მიზანია თანამშრომლობითი ჯაჭვის შექმნა, განვითარება და კომპანიებისა და საწარმოების ხელშეწყობა, ყველაფერი კი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისკენ არის მიმართული.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs”, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან, ათინათთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან და დემოკრატიის ინსტიტუტთან პარტნიორობით.