
9 ნოემბერს, 12 საათზე ლანჩხუთის მერიის შენობაში, შედგა საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია და რჩევები სტარტაპ გრატის კონკურსის შესახებ. კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SECTORs პროექტის ნაწილია და მისი მიზანი სამუშაოს მაძიებელი და ეკონომიკურად შეჭირვებული ახალგაზრდებისა და ქალების მხარდაჭერაა.