ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების პროგრამა გურიის რეგიონში. პროექტს ახორციელებს “ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი” (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.
პროექტის შესახებ:
პროექტი – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია “ათინათთან” პარტნიორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.
საგრანტო პროგრამის მიზანი: სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
** საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები – რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.)
** განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები – არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;
** უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;
** ქალები – ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).
კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
** პრობლემური საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს;
** ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაფინანსების მიმღებ პირებს;
** რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს;
** პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) სადაც დაგეგმილია პროექტის განხორციელება, დატვირთულია იპოთეკით ან/და ადევს ყადაღა.
** პირებს, რომელთა მიერ შემოთავაზებული ობიექტი (მიწა, შენობა-ნაგებობა და სხვ.) რომელზეც უნდა განხორციელდეს გრანტით გათვალისწინებული აქტივობები, არ არის მის საკუთრებაში (კონკურსის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ის ობიექტი, რომელზეც რეგისტრირებულია გრძელვადიანი იჯარა).
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
** საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ევროს, ხოლო მაქსიმალური 5000 ევროს.
** საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.
ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
გურია:
ici.info.02@gmail.com
საკონტაქტო პირი: ოთარ რევიშვილი, 599981898
ელ. ფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი იღებს განაცხადის მიღების დასტურს. ელ. ფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.
მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: გურია, ოზურგეთი, რუსთაველის #4, “ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი”,
საგრანტო იდეის ფორმა და კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 ნოემბერი