განხორციელების პერიოდი: 1 მარტი, 2016 წელი – 1 სექტემბერი, 2018 წელი.
განმახორციელებელი: დემოკრატიის ინსტიტუტი.
დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
პარტნიორები: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ასოციაცია „ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“.
პროექტის მიზანი: პრობლემათა გამოვლენით, მოქალაქეთა გააქტიურებით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენითა და ადვოკატირების კამპანიის გზით – თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის, წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში აჭარაში, გურიასა და სამეგრელო – ზემო სვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტში შეიქმნება მოსახლეობის პრობლემების კვლევის, პრიორიტეტების მიხედვით დაჯგუფების, პეტიციების მომზადების, ხელმოწერების შეგროვების, საკრებულოებში წარდგენისა და განხილვის პრეცენდენტები, რაც ხელს შეუწყობს, მსგავსი, წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
პროექტის გეოგრაფია:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი (ქალაქი ზუგდიდი. მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ, მესტია);
- გურია (ქალაქი ოზურგეთი. მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური).