ზეინაბ თურმანიძე 43 წლისაა, ცხოვრობს ქედის მუნიციალიტეტში სოფელ მერისში. ის შშმ პირია და სკოლის დასრულება ვერ მოახერხა, არც პროფესიული და უმაღლესი განათლება აქვს. თავდაპირველად ზეინაბი ქოუჩინგის პროექტში ჩაერთო და გაიარა ქოუჩინგის პროგრამის სესიები, ქოუჩინგის პროგრამის გავლის შემდეგ გადაწვიტა მონაწილეობა მიეღო სტაჟირების პროგრამაში, რომელიც პროექტის ფარგლებში იყო გამოცხადებული. ზეინაბმა გელ-ლაქის სპეციალობის შემსწავლელ პროგრამაზე მოგვმართა. მანიკურის პროფესიონალი სპეციალისტად გახდომა მისი ოცნება იყო. რადგანაც ზეინაბი შშმ პირია, დემოკრატიის ინსტიტუტმა პროექტის ,,უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის, პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისათვის“ ფარგლებში გადაწყვიტა ეთანამშრომლა აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და ზეინაბის სტაჟირების ფინანსური მხარდაჭერა სილამაზის სალომ ,,M G” -ში განახორციელდა სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (EAARA) ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა” ქვეპროგრამა „შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“ პროგრამის ფარგლებში.
2021 წლის დეკემბრის თვეში დაასრულა სტაჟირება. ზეინაბმა ახლად შესწავლილი პროფესიის გამოყენაბა დაიწყო ქედაში, სოფელ მერისში და პირველი შემოსავალიც გაუჩნდა. გაუჩნდა საჭირობა სალონის გახსნი, ხელსაწყოების და მასალების შეძენის და საბოლოოდ დასახული მიზნის და ოცნების ახდების. მალევე პროექტის ფარგლებში გამოცხადდა სტარტაპ გრანტები რომელშიც მიიღო მონაწილეობა, გაიარა სამეწარმეო ტრენინგები და დაფინასებაც მიიღო. ზერინაბისათვის ფართის გამოყოფა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ იკისრა და სოფელ მერისისში, სახლთან ახლოს კულტურის ცენტრში გამოუყეს ფართი და გადასცეს. ეხლა ზეინაბი სალონის ფართის მოპირკეთებით და ინვენტარის შეძენითაა დაკავებული. ძალიამ მალე ქედაში, სოფელ მერისში გახსნის სალონს. პროექტის დახმარებით ზეინაბი რომელიც შშმ პირია ეკონომიკურად გაძლიერებული ქალი იქნება ახალი პროფესიით.
პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და „ათინათთან“ პარტნორობით.