როკავშრის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროგრამის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ღონისძიებას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.
საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.