დღეს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) არსებული დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები, პროექტ „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შეხვდნენ ოზურგეთში არსებულ სკოლების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის საქმიანობები და მიმდინარეობა.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.