ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საშუალება მოგვცა სხვადასხვა სფეროსა თუ ასაკის ადამიანების განვითარების და პიროვნული ზრდის.
ფერმერული მეურნეობა, კერძო ბიზნესი , სოციალური საწარმო ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა , სადაც ორგანიზაციამ გრანტების სახით თანხები გასცა და განვითარებაზე, მოქალაქეების დასაქმებაზე იზრუნა.
განათლება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სწავლების თანამედროვე მიდგომები და მეთოდები, ასევე ყოფილი პატიმრებისა თუ მათი ოჯახების რესოციალიზაციაზე ზრუნვა ორგანიზაციის მთავარი ორიენტირი იყო და ასეც რჩება.
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი ესაა დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, მომავლის ორიენტირით, რომელსაც ადამიანები ენდობიან.