გრძელდება პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” გურიის გუნდის ვიზიტები მუნიციპალიტეტებში. ამჯერად დასაქმების ცენტრის თანამშრომლები ჩოხატაურის მერიას ესტუმრნენ და სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იყო პროექტისა და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის შესახებ.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს