ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის ( ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) წარმომადგენლებმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, დაიწყეს აქტიური შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესებთან გურიის რეგიონში შეგირდობის პროგრამის განსახორციელებლად. შეხვედრები ითვალისწინებს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას და მათ შესაძლო ჩართულობას პროექტით დაგეგმილი შეგირდობის პროგრამის განხორციელების პროცესში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.
