ნათია კახიძე სტარტაპ გრანტების კონკურსის გამარჯვებული
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე პატარა სახელოსნოა, სადაც მინანქრის ნამუშევრები იქმნება, მათ შორის, ქართული სახასიათო თემატიკით და საქართველოს მასშტაბით იყიდება.
ნათია პროფესიით ჟურნალისტია. მინანქრის ხელოვნებით წლების წინ დაინტერესდა, აკეთებდა სამკაულებს, თუმცა არ ჰქონდა სპეციალური ღუმელი. პირველი მინანქრის ნიმუში სხვის სახელოსნოში დაამზადა. პირველივე ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე გაიყიდა. იმის წარმოდგენამ რომ თავისი ხელით შექმნილი ნამუშევარი სხვას დაამშვენებდა, ძალიან გაახარა და გადაწყვიტა ამ საქმისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო.
პანდემიის პერიოდში, სოციალურ ქსელში სტარტაპ გრანტების კონკურსის შესახებ ინფორმაცია იპოვა, განაცხადი გამოაგზავნა და გაიმარჯვა კიდეც.
ნათიამ მოგებული გრანტით შეიძინა ნაკეთობათა გამოსაწვავი ღუმელი, გასაპრიალებელი და გრავირების აპარატები.
პროექტს “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS), ევროკავშირის დაფინანსებით, “ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი”, “დემოკრატიის ინსტიტუტთან”, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.