8 ივნისს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს დასაქმების ფორუმს.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების
დასაქმების ხელშეწყობა და სექტორთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის გააზრება დასაქმების შესაძლებლობების გაზრდისათვის საქართველოს რეგიონებში.
ფორუმის მონაწილეები იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები გურიის რეგიონიდან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროფესიული სასწავლებლები და აკადემიური წრეები, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტები, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიები და სხვა დაინტერესებული პირები.
ფორუმი ჩატარდება ოზურგეთში, თუმცა ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან დასწრების მსურველთათვის (სამუშაოს მაძიებელთათვის) ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტს. (ასევე დასწრების მსურველებს დავეხმარებით წინასწარ სივის მომზადებაში) ~ დაგვირეკეთ 598 777 044 ან შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან პროექტები „ უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის/SECTORs“, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება / LINKs“ და „ისწავლე დასაქმებისათვის/LEARN“