დღეს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტმა პარტნიორ ორგანიზაცია ათინათთან ერთად პროექტის “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” და “პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“ ფარგლებში დაიწყო ციტრუსოვანი, სუბტროპიკული და კენკროვანი კულტურების წარმოების სასწავლო კურსი გურიასა და სამეგრელოში. კურსი ითვალისწინებს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტი “პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2“ ხორციელდება ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის და სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის მიერ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით.