გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა შრომის ბაზრის და ზრდის პოტენციალის მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარებული კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია პროექტ „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) ფარგლებში. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მასში ევროდელეგაციის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სხვა პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა სექტორის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილებდა გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. უშუალოდ კვლევის დოკუმენტისა და მიგნებების პრეზენტაცია „PMO კონსალტინგის“-ს წარმომადგენელმა გააკეთა, რის შემდეგაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.
პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.