ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში, აცხადებს სტრატეგიული გრანტების კონკურსს გურიის რეგიონში მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია გურია, აჭარა, სამეგრელო.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო სუბიექტების (ინდ. მეწარმე, შპს, რეგსიტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება გურიის რეგიონში.
სტრატეგიული გრანტების კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: ici.info.02@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: საგრანტო პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ნოემბერი. არასრული ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.
საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური; 599271071; iosebtsiklauri79@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვით გადადით ლინკზე:
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=332291&fbclid=IwAR2iq-EvtAO-GvDjz1HJD3b3z2HnjNTJuWM-RNnuLCf3wygJ-mvejr0zRUs