დღეს, 2021 წლის 22 ივლისს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის
„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისათვის – პერსპექტივები საქართველოს
რეგიონებისათვის“ ფარგლებში სამიზნე რეგიონებში
(გურია, აჭარა, სამეგრელო) შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და
დამსაქმებელთა მოთხოვნების საპასუხოდ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური
ჩართულობით პროფესიული განათლების სივრცეში სამუშაოზე დაფუძნებული
სწავლების (WBL) მომზადებისა და გადამზადების განვითარების ხელშეწყობას,
ამასთანავე, სამიზნე რეგიონების დონეზე დასაქმების შესაძლებლობების
გაძლიერებისა და სამუშაო გარემოს ეფექტური ფინქციონირების მიზნით
ხელშემწყობი პოლიტიკის გატარებას.