პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ბაზაზე არსებული დასაქმების ცენტრის წარმომადგენლი შეხვდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გურიის კოორდინატორს მაიკო გოგუაძეს. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ დონეზე ბენეფიციარების დასაქმების პერსპექტივები და ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობის გზები.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.