ცხადდება ფინანსური მხარდაჭერის კონკურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.
პროექტის „GREEN – გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მხარდაჭერა ისეთი ინიციატივების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს:
დეტალური ინფორმაცია, განაცხადის ფორმები და სახელმძღვანელო დოკუმენტები ხელმისაწვდომია თანდართული მასალების სახით.
https://shorturl.at/9n5uE – სახელმძღვანელო მითითებები
https://shorturl.at/XSfmG – იდეის განაცხადის ფორმა
გურიის რეგიონში მოქმედი ბიზნესებისათვის გაიმართება პროგრამის წარდგინება და საკონსულტაციო შეხვედრა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, 15:00 საათზე. ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4. II სართული.
ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება პროექტის – “გლობალური მდგრადობისა და გარემოს დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა – GREEN” – ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით. პროექტის მიზანია უფრო მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკის შექმნის ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში.
ეს საინფორმაციო ტექსტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
