დღეს ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (ACCESS) მოსწავლეებს საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ანდერსინი სტუმრობდა.
მეგობრულ და უშუალო გარემოში საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, სტუმარი მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნითა და გამჭრიახობით აღფრთოვანდა, ხოლო მოსწავლეები სტუმრის გულთბილობა, კეთილგანწყობამ, საქართველოს სიყვარულმა და ქართული ენის დიდებულად ცოდნამ გააოცა.
„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Micro-scholarship Program – Access) უკვე მრავალი წელია (2010 წლიდან) ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი („პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“), ამერიკის საელოჩოს ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორი ოზურგეთში ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტია.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან. პროგრამაში ჩართული ბავშვები,ინგლისური ენის შესწავლესთან ერთდ განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა აქვთ შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიალურად გამოვლენისკენ.