მარინე ხინკილაძე სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტია. როგორც თავად ამბობს, პანდემიის პერიოდი მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა თავის საყვარელ საქმიანობას დაბრუნებოდა. დაებადა იდეა საყელოები საკუთარი ხელით შეექმნა.
რადგან, თვლის რომ საყელო მნიშვნელოვანი აქსესუარია, ის არა მხოლოდ დასრულებული იერს აძლევს ჩაცმულობას არამედ ხელს უწყობს პიროვნების ინდივიდუალიზმის გამოხატვას. თავიდან საყელოებს მორჩენილი, გამოუსადეგარი ნაჭრებისგან ქმნიდა, აძლევდა მათ ახალ სიცოცხლეს. მალე მარინეს ნამუშევრებმა განსაკუთრებული მოწონება და დიდი ინტერესი დაიმსახურა და შესაბამისად, გადაწყვიტა აღნიშნული საქმანობა მთავარი შემოსავლის წყაროდ ექცია.
სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში იპოვა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადება სტარტაპ გრანტებთან დაკავშირებით, მალევე გამოაგზავნა ბიზნეს იდეაც, გაიარა ყველა ეტაპი, მათ შორის სტარტაპ გრანტების საბჭოსთან გასაუბრება, სამეწარმეო უნარების ტრენინგები. ბიზნეს იდეა ბიზნეს გეგმად აქცია, სტარტაპ გრანტების კონკურსში გაიმარჯვა და შესაბამისად, დაფინანსებაც მოიპოვა.
მარინე ამჟამად სხვადასხვა მასალით საყელოებს ამზადებს, თითოეული ნამუშევარი უნიკალურია. როგორც თავად ამბობს, ქარგვა არის მისი თანდაყოლილი ნიჭი, სწორედ ქარგვის დახმარებით აფორმებს აქსესუარებს სხვადასხვა ქართული ორნამენტებით და ეს ნიშა კიდევ უფრო ძვირფასს და მაღალფასეულს ხდის თითოეულ ნამუშევარს.
ამჟამად, მარინეს საყელოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტარტაპ გრანტით შეძენილი დანადგარები კი შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლების დიდ რაოდენობას სწრაფად და ხარისხიანად მოემსახუროს.
პროექტი “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და „ათინათთან“ პარტნორობით.