Skip to content
ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი

კიდევ ერთი WordPress საიტი

  • English (UK) English (UK)
  • ქართული ქართული
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
Primary Menu
  • სიახლეები
  • პროექტები
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • პუბლიკაციები
  • კონტაქტი
  • English (UK)
  • ქართული
  • Home
  • სკოლა – ბიზნესის ფორუმი
  • სიახლეები

სკოლა – ბიზნესის ფორუმი

ეთო ახალაძე ნოემბერი 21, 2022

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 18 ნოემბერს, შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resorts-ში გაიმართა სკოლა – ბიზნესის ფორუმი გურიის რეგიონის მასშტაბით. ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის 170 ადამიანი ესწრებოდა.

ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 20 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები.

ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის. დამსწრეებს აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა ასოციაცია „ჩაის გზის“ დამფუძნებელი ალეკო მამეშვილი. ადგილობრივი თემის გაძლიერების საკითხი განიხილა კომპანია „ანასეული ოტკას“ წარმომადგენელმა გურამ ნიკოლაიშვილმა. ასევე, რეგიონის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ეკონომისტმა მიხეილ ჭკუასელმა. ვილა ჩხავერის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე კი ახალგაზრდებს მეწარმეობის შესახებ ესაუბრა.

სკოლა-ბიზნესის ფორუმები ჩატარდება ყოველწლიურად, საქართველოს 11 რეგიონში, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები და რეგიონის მასშტაბით პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები.

სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი.

 

Continue Reading

Previous: ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე ქრისტოფერ ანდერსონის სტუმრობა
Next: შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან და კლასტერული საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან

მსგავსი სტატიები

468636186_995194105986016_6373096949167917127_n
  • სიახლეები

ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის განცხადება

zviadi2021 ნოემბერი 29, 2024
467407135_988637639974996_5345926790344911543_n
  • სიახლეები

გურულ მოსწავლეთა ქსელის წევრებმა საოჯახო სახლი „ნიკო მამასახლისი“ მოინახულეს

zviadi2021 ნოემბერი 19, 2024
access
  • სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელი ACCESS პროგრამა იწყება

zviadi2021 ოქტომბერი 18, 2024
1ingakaemia
  • ქართული ქართული
    • English (UK) English (UK)
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.