ჩვენს შესახებ

ჩვენი ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი უკვე ახალი სახელით აგრძელებს მუშაობს. ამიერიდან, ჩვენი სახელია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი. ამ ცვლილებას წინ ორგანიზაციის 19 წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო მუშობის წლები უძღვის. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს. დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა.

ჩვენი მისიაა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა განივითარონ უნარები, რათა მოახდინონ საზოგადოებაში სოციალური და ეკონომიკური რეალიზება და იცხოვრონ აქტიური მოქალაქის ცხოვრების წესით.

საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები კი – სამოქალაქო განათლება, თემის წევრების პიროვნული განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობების ზრდა, საზოგადოების წევრების მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივი საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

 

შვილობილი ორგანიზაციები

                

 

ჩვენი გუნდი

ზვიად ერაძე

ზვიად ერაძე

1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
2002 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, აწ უკვე ინოვაციებისა დაცვლილებების ინსტიტუტი, რომელსაც დღემდე უკავშირდება მისი საქმიანობა.
მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებში აშშ-სა და ევროპის ქვეყანებში.
სხვადასხვა დროს იყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი პროექტის დირექტორი.

თამარ ღლონტი

თამარ ღლონტი

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2002 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, აწ უკვე ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, სადაც დღემდე საქმიანობს.
მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებში აშშ-სა და ევროპის ქვეყანებში.
დღემდე იყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული 15 - ზე მეტი პროექტის დირექტორი.

თედო ხომერიკი

თედო ხომერიკი

1996 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი „გაენათი“, დარგობრივი ეკონომიკის სპეციალობით.
1998-2006 წლებში მუშაობდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გურიის ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.
2006 წელს დაასრულა ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერთიფიცირებულ ბუღალტერთა პროგრამა.
2016 წელს გაიარა ACCA - ს პირველი დონე.
2006 წლიდან დღემდე არის ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ბუღალტერი.

ინგა დუმბაძე

ინგა დუმბაძე

1999 წ დაამთავრა ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1999-2001 წლებში მუშაობდა რეგიონულ ტელეკომპანია ,,გურიას’’ კორესპონდენტად.
2004 წელს იყო IFES ltd ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ტრენერი.
2004 წლიდან დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის სამოქალაქო განათლების კომპონენტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ქეთევან გობრონიძე

ქეთევან გობრონიძე

2008 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
2008-2009 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ გაზეთ „გურია ნიუსში“ ჟურნალისტად.
2009 წლიდან მუშაობს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის სამოქალაქო განათლების კომპონენტის კოორდინატორად.

ანა ნოზაძე

ანა ნოზაძე

2002 წელს დაამთავრა ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის უცხო ენის ფაკულტეტი.
2008 წლიდან მუშაობს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი გომის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად.
2013 წელს ჩააბარა პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა და მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
2014 წელიდან პარალელურად შეუდგა მუშაობას ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში, ACCESS პროგრამის პედაგოგად.

ნადია ქარდავა

ნადია ქარდავა

014 წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი „სეუ“-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბაკალავრის ხარისხით ინგლისური ენის ფილოლოგიაში.
2014 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის ფაკულტეტზე - უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა).
2015 წლის მარტიდან მუშაობს ACCESS პროგრამის ინგლისური ენის პედაგოგად ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ითავსებს ორგანიზაციის ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობას.

მარიკა მამალაძე

მარიკა მამალაძე

2016 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
2015 წლიდან დღემდე მუშაობს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში დასაქმების ცენტრის კოორდინატორად/ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერად.
მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო პროგრამებში.
2016 წლიდან არის შპარკასე საქართველოს და dvv international- ის ფინანსური ტრენერი გურიის რეგიონში.

ოთარ რევიშვილი

ოთარ რევიშვილი

2005 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობით - საბანკო საქმე.
2006-2008 წლებში სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუბტროპიკულ მეურნეობის ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტზე, სპეციალობით - ბიზნესის მართვა, სადაც, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.
2007-2012 წლებში მუშაობდა ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების უფროსად.
2012-2013 მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
2016 წლის 1 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო ს.ს „ლიბერთი ბანკი“-ს შიდა მონიტორინგის სამსახურში, ამავე წლის 1 აგვისტოდან დღემდე მუშაობს “DVV international”-ში ბიზნეს კონსულტანტის და ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტში ბიზნესის განვითარების კომპონენტის კოორდინატორის თანამდებობაზე.

ეთერ ახალაძე

ეთერ ახალაძე

პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
2019 წელს დაამთავრა ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატი ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირება მენეჯმენტში.
2020 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის ფაკულტეტზე ბიზნეს, ადმინისტრირება მენეჯმენტზე.
2020 წლის ნოემბრიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs" პროექტში.

ლიკა ბერძენიშვილი

ლიკა ბერძენიშვილი