მოცვის და კივის მოვლა-მოყვანის კურსის პრაქტიკული ნაწილი სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გაგრძელდა. კურსის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, ნაკვეთზე ჩატარებული ინოვაციური ხსნადი სასუქების ცდის შედეგების შესახებ. ასევე შესაბამისი ხელსაწყოების მეშვეობით განსაღვრეს ნაყოფში შაქრიანობის დონე და მონაწილეობა მიიღეს ნაყოფის კრეფაში.
სასწავლო პროგრამა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის – “პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2” – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის მიერ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით.